ბუდანოვი: მსოფლიოს არ სჭირდება რუსეთი ისეთი სახით, როგორც ახლა არსებობს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა ჟურნალისტ დმიტრო კომაროვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად შეიცვლება.
ამ საკითხზე საუბარი ბუდანოვმა რუსეთის მომავლის განხილვისას და მის ოთახში არსებული "დაშლილი" რუსეთის ფედერაციის რუკის ხსენებაზე დაიწყო.
ამავდროულად, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინა 1991 წლის ადმინისტრაციულ საზღვრებს რუსეთის ფედერაციის კაპიტულაციის გარეშეც დაუბრუნდება.
"რუსეთი ერდბაშად შეიცვლება. [...] გამოჩნდება თუ არა მის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფო წარმონაქმნები? გამოჩნდება. რუსებმა ეს კარგად იციან. [...] დაღესტანი და იჩქერია ყველაზე აშკარა რეგიონებია, რომლებიც ყოველთვის პრობლემური იყო რუსეთისთვის", - განმარტა ბუდანოვმა.
მისი თქმით, რუსეთის ძალაუფლებას ამ რეგიონებში "მხოლოდ ძალით ინარჩუნებს."
"რაც უფრო ახლოს იქნება რუსეთის ფედერაციის დამარცხება, მით უფრო სწრაფად დაიწყება მისი მოდიფიკაციის პროცესი. მსოფლიოს არ სჭირდება რუსეთი იმ სახით, როგორც ახლა არსებობს. ეს აბსოლუტური სისულელეა. იყოს კონფედერაცია. რუსეთის ფედერაციის კონფედერაციული სტრუქტურა, ვფიქრობ, პრინციპში, ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება", - განაცხადა ბუდანოვმა.