ბუდანოვი უკრაინულ დრონებზე: ისინი მოსკოვამდე მიაღწევენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა 17 აპრილს, NV-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინული დრონების მოქმედების ფარგლებში მოსკოვიც არის.
მისი თქმით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები "უკვე თითქმის მიდიან მოსკოვამდე", ბუდანოვმა დააზუსტა: "რატომ თითქმის? ისინი აღწევენ მოსკოვს და უფრო შორსაც მიფრინავენ."
მან უარი თქვა უკრაინული დრონების გამოყენების გეგმების გამჟღავნებაზე და არ უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეიძლება მათი დახმარებით მოსკოვში ობიექტების განადგურება.
"რას ელით ჩემგან, რომ ყველას გაგიმხილოთ, ვთქვათ, ჩვენი გეგმები, დაგეგმილი ოპერაციები და აქტივობები? როგორ წარმოგიდგენიათ ეს? დეტალების გარეშე - მოდით ასე გავაკეთოთ. გესმით, რომ რუსეთის ფედერაციაში უსაფრთხოების სტანდარტები ძალიან ხშირად ირღვევა. ეს არის ანომალია, უბრალოდ ასე არ ხდება", - განაცხადა ბუდანოვმა.
უკრაინა ადგილობრივი წარმოების კამიკაძე დრონებით რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა დრონების მიერ რუსეთის 2 სტრატეგიულ ავიაბაზაზე განხორციელებული შეტევა იყო, რომლის შედეგადაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები დაზიანდა.