ბულგარეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას პირველად გადასცემს
ბულგარეთი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ სამხედრო დახმარებას კიევს პირველად გაუგზავნის.
ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
შეიარაღების სია საიდუმლოა, მაგრამ ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოფია უკრაინას ძირითადად მსუბუქ იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის.
ამავე დროს, მათ აღნიშნეს, რომ ბულგარეთს არ შეუძლია გაგზავნოს თავისი რუსული წარმოების საზენიტო სარაკეტო სისტემები ან გამანადგურებლები MiG-19 და Su-25, რასაც კიევი ითხოვს.