ბულგარეთმა და სერბეთმა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყეს
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა და სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 1 თებერვალს მონაწილეობა მიიღეს გაზსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც რეგიონის ქვეყნებს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. ამ ინფორმაციას "Радіо Свобода" ავრცელებს.
პირველი ქვა ბულგარეთის ქალაქ კოსტინბროდში დააგეს. იქ 170 კილომეტრიანი გაზსადენის ერთი ბოლო აშენდება, საიდანაც 109 კილომეტრი სერბეთზე გაივლის.
გაზსადენი, რომლის გამტარუნარიანობაც წელიწადში 1.8 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს, ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან მიიღებს და დასავლეთ ევროპაში გაიგზავნება. გარდა ამისა, სერბეთი შეძლებს თხევადი ბუნებრივი აირის საბერძნეთის პორტებიდან მიღებას.
85.5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი 25 მილიონ ევროს ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიიღებს, ასევე 49.6 მილიონი ევროს თანადაფინანსების სახით ევროკავშირისგან. მილსადენის დასრულებისთვის საჭირო დანარჩენ დაფინანსებას სერბეთი უზრუნველყოფს.
ახალი გაზსადენი ევროკავშირის ფართო ინიციატივის, "სამხრეთის გაზის დერეფანის" ნაწილია, რომელიც ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ბუნებრივი აირის ძირითადი წყარო შაჰ-დენიზის გაზის საბადო იქნება, რომელიც კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.