ბუნდესტაგში ადასტურებენ, რომ აშშ გერმანული Leopard 2-ების უკრაინისთვის გადაცემას ემხრობა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის გერმანული ტანკების, Leopard 2-ების მიწოდებას. ამის შესახებ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა Twitter-ზე განაცხადა.

შტრაკ-ციმერმანმა კომენტარი გააკეთა გერმანული მედიის ცნობებზე იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა გერმანული Leopard 2-ების უკრაინისთვის გადაცემა და გერმანიას ამის გაკეთებისკენ მოუწოდა.

"ეს დადასტურდა ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში ყველა დისკუსიის დროს", - თქვა მან.

პოლიტიკოსის თქმით, ამერიკელი პარტნიორები გერმანიისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელიან.

"ჩვენ არ უნდა მივატოვოთ უკრაინა. თქვენ გჭირდებათ ტანკები", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები