ბუტუსოვი: უკრაინელი სამხედრო მამის თვალწინ დაიღუპა

უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი იური ბუტუსოვი, რომელიც დონბასის ფრონტეზე იმყოფება საკუთარ ფეისბუქზე წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი მეომარი საკუთარი მამის თვალწინ დაიღუპა.

"მამა და შვილი მოხალისეებად წავიდნენ ომში. ერთად ვიბრძოდით, ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. და გუშინ შვილი ბრძოლაში დაიღუპა. მამა "ჯოჯოხეთში შევიდა" და მისი შვილის ცხედრის დაბომბვის არეალიდან გამოყვანა შეძლო. და ის ახლა ცას უყრებს, გვერდით მისი შვილია და ვერ იძინებს. ის გვიყვება როგორ გაზარდა, როგორ ასწავლიდა, როგორ იბრძოდა მისი შვილის გვერდით. ორივე ერთად არიან, მაგრამ ის უკვე მარტოა." - წერს უკრაინელი ჟურნალისტი.

"დაკრძალვის შემდეგ მამა ფრონტზე დაბრუნდება. ჩვენ არ გავჩერდებით, მაგრამ ასეთ მომენტებში ჩანს ის ფასი, რომელსაც გამარჯვებისთვის ვიხდით. რამდენი სამყარო ქრება ყოველი სიკვდილით. დიდებულ გამარჯვებას მოვიპოვებთ, მაგრამ ეს დაღუპულებს ბედნიერებას ვერ მოუტანს." - აღნიშნა ბუტუსვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მოხალისე იური სტასოვსკი საკუთარ ფეისბუქზე მის დაღუპულ შვილთან ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

 

მსგავსი სიახლეები