ჩავუშოღლუ: პუტინი ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკების წინააღმდეგი არ არის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი, ამის შესახებ 10 მარტს, ანტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ CNN-თან განაცხადა.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ასეთი შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოხატა და "პუტინიც, პრინციპში, წინააღმდეგი არ არის".

მისი თქმით, პუტინმა ეს იდეა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთანაც ახსენა.

ჩავუშოღლუს განმარტებით, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების, დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვის პირდაპირი შეხვედრა, რომელსაც გარღვევა არ მოჰყოლია, მაინც დიალოგის დასაწყისი იყო.

"არავინ არ უნდა ელოდოს სასწაულებს ერთი შეხვედრისგან." - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა კულებასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პუტინი უარს არ ამბობს ზელენსკისთან შეხვედრაზე, მაგრამ ამისთვის "მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება" აუცილებელია.

მსგავსი სიახლეები