ჩეხეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს
ჩეხეთის რესპუბლიკა გეგმავს უკრაინას მინიმუმ 31.5 მილიონი დოლარის დამატებითი სამხედრო დახმარება გადასცეს. ამის შესახებ ჩეხეთის მთავრობის სპიკერმა ვაცლავ სმოლკამ CNN-თან 13 მარტს განაცხადა.
მან არ გაამჟღავნა დახმარების პაკეტის დეტალები, მაგრამ თქვა, რომ მიწოდების დრო დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შეძლებს მისი ქვეყანა შეიარაღების "არსებითი მარაგების" შევსებას.
CNN წერს, რომ ჩეხეთმა თებერვლის ბოლოს უკვე დადო პირობა, რომ უკრაინაში 8.5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის პარტიას გაგზავნიდა.