ჩეხეთი უკრაინისთვის გადაცემული ტანკების ნაცვლად 14 გერმანულ Leopard-ს მიიღებს

გერმანია ჩეხეთის არმიას გადასცემს საბჭოთა ტანკების ნაცვლად 14 Leopard-ის ტანკს გადასცემს. ამის შესახებ 29 აგვისტოს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა, ოლაფ შოლცმა და პეტრ ფიალამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აღნიშნავს Frankfurter Allgemeine Zeitung.
ჩეხეთს 14 საბრძოლო ტანკი Leopard 2A4 და ერთ ჯავშანმანქანა Büffel გადაეცემა. ჩეხეთის შეიარაღებული ძალები ამ ჯავშანტექნიკას ათობით T-72 საბრძოლო ტანკის სანაცვლოდ მიიღებს, რომლებიც პრაღამ უკრაინას რამდენიმე თვის წინ გადასცა.
ჩეხეთის პრემიერის თქმით, გერმანიის მიერ ნაჩუქარი ამ ტანკების გარდა, მათ სურთ 50-მდე უახლესი Leopard 2A7 შეიძინონ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩეხეთი გერმანიიდან იმდენივე ტანკს მიიღებს, რამდენიც სლოვაკეთს გადაეცა. გასულ კვირას გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ სლოვაკეთისთვის 15 Leopard 2A4 ტანკის მიწოდებაზე განაცხადა. ჩეხეთისგან განსხვავებით, სლოვაკეთი შეინარჩუნებს თავის საბჭოთა T-72 ტანკებს და უკრაინას 30 ქვეითთა საბრძოლო მანქანა BVP1-ს მიაწვდის.