ჩეხეთის პრემიერი: რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ ვართ
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა შეიძლება.
ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ გაზაფხულზე ჩეხეთში ბუნებრივი აირის დეფიციტის საფრთხე არსებობდა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების რუსეთზე დამოკიდებულების გამო.
"ჩვენ არ დავაყოვნეთ და გადავდგით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ერთ-ერთი მათგანი იყო თხევადი გაზის ტერმინალის გახსნა ნიდერლანდებში, რომელსაც შეუძლია დაფაროს ჩვენი მოხმარების მნიშვნელოვანი ნაწილი," - წერს წერს.
მისივე თქმით, ჩეხეთმა უკვე მთლიანად შეძლო რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლება.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩეხეთს არ შეუსყიდია რუსული გაზი და ის ნორვეგიული ბუნებრივი აირით და ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან თხევადი ბუნებრივი აირით ჩაანაცვლა.