ჩეხეთის სენატმა უკრაინელი სამხედროების ჩეხეთში მომზადებას მხარი დაუჭირა
ჩეხეთის სენატმა ქვეყანაში უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ 1 დეკემბერს, Radio Prague International წერს.
მოსალოდნელია, რომ პროგრამის ფარგლებში ჩეხეთის ტერიტორიაზე 4000-მდე უკრაინელი მებრძოლი გაიწვრთნება.
მომავალი წლის ბოლომდე ხუთი ოთხკვირიანი კურსი უნდა ჩატარდეს, რომელთაგან თითოეულში 800-მდე უკრაინელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატამ ასევე მხარი დაუჭირა ჩეხი სამხედროების გაგზავნას უკრაინელების წვრთნებზე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ჩეხეთს ამ მისიისთვის 55-მდე ინსტრუქტორს გამოყოფს.
16 ნოემბერს ჩეხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინელი სამხედროების მომზადების ინიციატივას.