ჩეხეთმა რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება მკვეთრად შეამცირა
ჩეხეთმა რადიკალურად შეამცირა რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება. იანვრის შედეგების მიხედვით, ქვეყანას რუსეთის ფედერაციისგან არც ერთი კუბური მეტრი გაზი არ შეუსყიდია. ამის შესახებ ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ჯოზეფ სიკელამ Twitter-ზე 18 თებერვალს განაცხადა.
რუსული გაზი ადრე ჩეხეთის საჭიროებების 97%-მდე უზრუნველყოფდა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ის ნორვეგიული ბუნებრივი აირით და ბელგიისა და ნიდერლანდების პორტებიდან თხევადი გაზით ჩანაცვლდა.
სიკელას ცნობით, ქვეყანამ რუსეთიდან გაზის იმპორტის თანმიმდევრული შეზღუდვა ერთი წლის წინ დაიწყო, მაგრამ გარდამტეხი მომენტი Nord Stream-ის მილსადენებით მიწოდების შეწყვეტა იყო. ამის შემდეგ რუსეთიდან ჩეხეთში გაზის შემოტანა მხოლოდ სლოვაკეთის ტერიტორიის გავლით გახდა შესაძლებელი. ასეთი იმპორტის წილი ბოლო თვეებში 2.2%-მდე შემცირდა, იანვარში კი ნულამდე დაეცა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული გაზის იმპორტის შემცირებამ ხელი შეუწყო შიდა დაზოგვას: საწვავის მოხმარება ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბრიდან იანვრის ბოლომდე 28%-ით შემცირდა ერთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით.