ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი თურქეთში ნანგრევებშია მოყოლილი

განის ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ კრისტიან ატსუსთვის ილოცონ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებშია მოყოლილი. 

თურქული მედიის ცნობით, მასთან ერთად, ნანგრევების ქვეშ კლუბის სპორტული დირექტორი - ტანერ სავუტია მოქცეული. 

ლონდონის "ჩელსისა" და "ნიუკასლის" ყოფილი თავდამსმხელი, თურქულ საფეხბურთო კლუბ "ჰატაიასპორტში" ასპარეზობს. ქალაქი ჰატია, მიწისძვრის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქალაქია. 

31 წლის კრისტიან ატსუს განის ნაკრებში 65 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო კარიერის დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა.

 

მსგავსი სიახლეები