მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4,900-მდე გაიზარდა
უკანასკნელი მონაცემების თანახმად, 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა, მხოლოდ თურქეთში 3,381 ადამინს შეადგენს.
თურქეთის გადაუდებელი სამსახურის უფროსმა, ორჰან თათარმა განაცხადა, რომ 20 ათასზე მეტმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, ხოლო დანგრეული შენობების რაოდენობა 5,775-ს შეადგენს.
მიწისძვრამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სირიასაც და ჯამურად, ორივე ქვეყანაში გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 4,890-მდე გაიზარდა.
სამაშველო სამსახურები სამძებრო ოპერაციებს კვლავ აგრძელებენ, სავარაუდოა, რომ დაშავებულთა და გარდაცვლითა რიცხვი კვლავ მოიმატებს.