ჩერევატი: რუსებმა ლიმან-კუპიანსკის მიმართულებით 100 ათასზე მეტი სამხედრო შეკრიბეს

რუსმა დამპყრობლებმა ლიმან-კუპიანსკის მიმართულებით 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი შეკრიბეს.

ამის შესახებ პოლკოვნიკმა სერჰი ჩერევატიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა განაცხადა.

"ლიმან-კუპიანსკის მიმართულებით მტერმა ძალიან ძლიერი ჯგუფი შეკრიბა - 100 ათასზე მეტი პერსონალი, 900-ზე მეტი ტანკი, 555-ზე მეტი საარტილერიო სისტემა, 370 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. უფრო კარგად გასაგებად - ავღანეთში საბჭოთა ჯარების რაოდენობა პიკში 120 ათასი იყო. იქ კონცენტრირებულია სადესანტო ნაწილები, საუკეთესო მოტორიზებული ქვეითი ქვედანაყოფები, ტერიტორიული ჯარების რეზერვი, კერძო სამხედრო კომპანია." - აღნიშნა მან.

ჩერევატიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ ფრონტის ხაზს და მტერს არ აძლევენ უფლებას ხელში აიღონ ინიციატივა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები კუპიანსკის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ.

სახმელოთო ჯარების მეთაურის განცხადებით, აღმოსავლეთის მიმართულებით ოპერატიული ვითარება კვლავ მძიმეა.

სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის რაიონში უკრაინის ჯარების შეტევითი მოქმედებების შესაჩერებლად, მტერი დამატებით რეზერვებს რთავს ბრძოლაში.

მსგავსი სიახლეები