ამის შესახებ ZSU-ს მთავარსარდალი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს - მისი თქმით, საოკუპაციო არმიის იერიშის შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად სირსკი უკრაინული არმიის მიერ საზღვირსპირა გლუშკოვოს ოლქში წამოწყებულ შეტევებს ასახელებს, რომელმაც "რუსეთი აიძულა რეზერვები თავისი ტერიტორიის დასაცავად გადაესროლა."
უკრაინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში გენერალი სირსკი აფასებს ფრონტზე არსებულ ვითარებას, უკრაინის ახალ სტრატეგიასა და მობილიზაციის შეცვლილ გეგმაზე.
"რუსეთის ჯარების მდგომარეობა ბახმუტში შეგვიძლია ისრის წვერს შევადაროთ, ისინი ნახევარალყაში იმყოფებიან. ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ამ მდგომარეობით არ ვისარგებლოთ",- ამბობს გენერალი.
სირსკის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთი ისე ინტენსიურად არის დანაღმული როგორც ქვეყნის სამხრეთით, გენერალი ამბობს, რომ რუსეთის არმიას ძალიან ბევრი საყრდენი პუნქტი აქვს მოწყობილი