"ტექნოლოგია და ტექნოლოგია"- ალექსანდრ სირსკიმ ЗСУ-ს პრიორიტეტი დაასახელა

„ტექნოლოგია და ტექნოლოგია - ეს არის გასაღები მტერზე უპირატესობის მოპოვებაში“ - ამის შესახებ თავის Facebook ანგარიშზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრ სირკსკი წერს.

მისი თქმით, უპილოტო საფრენი საშუალებებისთვის მოქმედების თავისუფალი არეალი არსებობს, ამიტომაც, მათ განვითარებას პრიორიტეტად მიიჩნევს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თებერვალში, სამხედრო რეფორმების ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დრონების ცალკეული დაჯგუფებების შექმნა დაანონსა და მას, სირკსის მოადგილე, უკრაინის გმირი, პოლკოვნიკი ვადიმ სუხარევსკი უხელმძღვანელებს.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ ტექნოლოგიურ, ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და სამხედრო მართვის სისტემის ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე“ - წერს გენერალი.

პოსტის მიხედვით, ცალკე დიდი ყურადღება დაეთმობა რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტებსა და მართვის სისტემის ავტომატიზაციას. უკრაინის შეიარაღებული ძალები უნდა იყოს აღჭურვილი თანამედროვე და ეფექტური იარაღით.

 „რიცხობრივად უპირატეს მტერზე ასიმეტრიული გადაწყვეტილებების ძებნა ხარისხობრივი უპირატესობის მოპოვებისთვის“ - წერს გენერალი. „თუმცა, ტექნოლოგიურმა და ინოვაციურმა მიდგომებმა ყველაზე მნიშნველოვანი ამოცანა უნდა შეასრულოს - შეინარჩუნოს სამხედროების სიცოცხლე“

სირსკის წინამორბედი, ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, გამომცემლობა The Economist-ში, სწორედ იგივე პრობლემებსა და პრიორიტეტებს ასახელებდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. გენერლის მიხედვით, უკრაინის არმიას 3 პრიორიტი უნდა გააჩნდეს: ცის კონტროლი (რომელიც, დრონებსა და თვითმფრინავებს მოიცავს), რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და კონტრბატარეული ომი მტრის საარტილერიო საშუალებების წინააღმდეგ.

კონტექსტი

58 წლის გენერალი სირსკი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოფიცერია. მის სახელს უკავშირდება ЗСУ-ს მთავარი გამარჯვებები - კიევის დაცვა და ხარკივის კონტრიერიში, მაგრამ სწორედ მას მიიჩნევენ ბახმუტის 10-თვიანი წარუმატებელი კამპანიის მთავარ არქიტექტორადაც. სწორედ, მან შეცვალა ვალერი ზალუჟნი ამ თანამდებობაზე.

მსგავსი სიახლეები