სირსკი რიერიშზე: ყველას გვსურს სწრაფი შედეგი, მაგრამ რეალობაში ეს შეუძლებელია
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით, კონტრიერიშზე სასურველზე ნელი ტემპით ვითარდება, თუმცა არსებულ გარემოებებში სხვანაირად შეუძელებელია.
ამის შესახებ ოლექსანდრ სირსკიმ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სირსკის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთი ისე ინტენსიურად არის დანაღმული როგორც ქვეყნის სამხრეთით, გენერალი ამბობს, რომ რუსეთის არმიას ძალიან ბევრი საყრდენი პუნქტი აქვს მოწყობილი - "ამიტომაც ჩვენი წინსვლა არ არის ისეთი სწრაფი როგორც ბევრი იმედოვნებდა."
უკრაინის არმიის მთავარ უპირატესობაზე საუბრისას სირსკი ეს ჯარისკაცების, სამხედრო ხელმძღვანელების და მთლიანად უკრაინელი ხალხის ერთიანობაა.
"ცხადია, ჩვენ გვსურს შედეგს ძალიან სწრაფად მივაღწიოთ, მაგრამ რეალობაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია",- ამბობს გენერალი სირსკი.
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ბახმუტის ირგვლივ მიმდინარე ბრძოლებზეც ისაუბრა და ქალაქის გათავისუფლებას მისი ღირსების საქმე უწოდა.
"ბახმუტის დაცვისას ბევრი სამხედრო მოსამსახურე, ჩვენი თანამებრძოლი დავკარგეთ. აქედან გამომდინარე ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ დავიბრუნოთ ბახმუტი",- ამბობს სირსკი.