სირსკი: კუპიანსკთან ვითარება გართულდა, ოკუპანტებს ქალაქის ბლოკირება სურთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურის თქმით, კუპიანსკის მიმართულებით ვითარება გართულდა - ფრონტის ამ მონაკვეთზე ოკუპანტების იერიში დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. 

სირსკის თქმით, ვითარების გართულებასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში იმ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა, რომლებიც ამ ფრონტზე თავდაცვაში დგანან. 

"მოწინააღმდეგე ყოველდღიურად ცდილობს რეციდივისტებისგან შემდგარი დანაყოფებით ჩვენი თავდაცვის ხაზის გარღვევას სხვადასხვა მიმართულებით. მათი მიზანია კუპიანსკის ბლოკირება და დაკავება",- ამბობს სირსკი. 

უკრაინელი გენერალის ცნობით, ლიმანის მიმართულებით რუსეთის არმია გადაჯგუფების ეტაპზეა - ოკუპანტები ცდილობენ ჩაანაცვლონ ქვედანაყოფები, რომლებმაც დაკარგეს ბრძოლისუნარიანობა. 

კონტექსტი 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ЗСУ ფრონტის ამ მონაკვეთზე დამატებით ძალებს გადაისვრის. კუპიანსკის ირგვლივ რუსეთის შეტევა დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო, ამ დროის განმავლობაში მათი რამდენიმე სოფელი დაიკავეს, ხოლო ჯამურად წინსვლა 5-6 კილომეტრია. 

დასავლელი ექსპერტების შეფასებით რუსეთი წამოწყებული იერიშის უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვების გამოფიტვას ცდილობს. 

უფრო მეტი ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები