სირსკი: ვაგნერელები ბახმუტში ისე შევიდნენ, როგორც ვირთხები ხაფანგში

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი ალექსანდრ სირსკი ბახმუტს ეწვია, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან Telegram-ზე 16 მაისს განაცხადა.

"ბახმუტის მიმართულება. წინა ხაზზე მეთაურებს და ჯარისკაცებს ვესტუმრე, თითოეული მათგანი ჩვენი ომის ისტორიაში ახალი ფურცლის ავტორია. ვაგნერელები ბახმუტში ისე შევიდნენ, როგორც ვირთხები ხაფანგში. აქტიური თავდაცვის პრინციპით, ბახმუტის მიმდებარედ, ზოგიერთი მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავდივართ. მტერს მეტი რესურსი აქვს, მაგრამ ჩვენ მის გეგმებს ვშლით", - წერს სირსკი.

სახმელეთო ჯარების სარდალმა დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მეთაურებთან ერთად განიხილა ფრონტის ამ სექტორში არსებული ვითარება.

"ჩვენ მივიღეთ აუცილებელი გადაწყვეტილებები თავდაცვითი ოპერაციის გასაგრძელებლად. ჩვენ გავთვალეთ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარი", - განაცხადა სირსკიმ.

მან ბახმუტში ვიზიტისას უკრაინელი მებრძოლები დააჯილდოვა, რომლებიც ქალაქის დაცვაში არიან ჩართული.

მსგავსი სიახლეები