სირსკი: თავდაცვის ძალებს ბახმუტის ფლანგებზე წარმატებები აქვთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები აგრძელებს თავდაცვით ოპერაციას და წარმატებები აქვს ბახმუტის ფლანგებზე.
ამის შესახებ სირსკი Telegram-ზე წერს.
"თავდაცვითი ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას და აქვთ წარმატებები ბახმუტის ფლანგებზე." - აცხადებს სახმელეთო ჯარების სარდალი.
სირსკიმ ასევე გამოაქვეყნა დატყვევებული ვაგნერელის ვიდეო. რუსი სამხედროს თქმით, ომში მონაწილეობის მთავარი სტიმული მატერიალური ინტერესი იყო. ის ელოდა, რომ დამხმარე ქვედანაყოფში იქნებოდა, მაგრამ ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა.
"გვითხრეს, თუ საბრძოლველად არ წავიდოდით, კამაზში ჩაგვტენიდნენ და ვერასდროს გვიხილავდნენ." - თქვა ტყვემ.