ზელენსკიმ ЗСУ-ს ახალ მთავარსარდლად გენერალი ალექსანდრ სირსკი დანიშნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების (ЗСУ-ს) ახალ მთავრასრდლად გენერალი ალექსანდრ სირსკი დანიშნა, რომელიც ამ დრომდე უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის პოსტს იკავებდა. 

საკადრო ცვლილებების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაშია საუბარი. მაღალი ალბათობით, საკადრო ცვლილებები უკრაინის არმიაში ზალუჟნის გათავისუფლებით არ შემოიფარგლება. 

ვიდეო მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობას უხდის ვალერი ზალუჟნის 2-წლიანი სამსახურისთვის და ამბობს, რომ "ბედნიერი იქნება, თუ ზალუჟნი დათანხმება მის წინადადებას გუნდში დარჩენის შესახებ." 

ზელენსკის თქმით, დღეიდან ЗСУ-ს ხელმძღვანელობაში სრულიად ახალი გუნდი მოდის. "დღეს ვესაუბრე ბრიგადის გენერლებს, ანდრეი გნატოვს, მიხაილ დრაპატის, იგორ სკიბიუკს და პოლკოვნიკ პაველ პალისა და ვადიმ სუხარევს. ყველა მათგანი განიხილება უმაღლეს თანამდებობებზე დასანიშნად და იმსახურებენ ყველა გამოცდილი უკრაინელი მეთაურის სარდლობის ქვეშ",- ამბობს ზელენსკი. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასეთი მეთაური ალექსანდრ სირკია, რომელიც მისი თქმით კიევის დაცვისა და ხარკივის კონტრიერიშს მეთაურობდა. 

 

მსგავსი სიახლეები