ჩერნიგოვის მერი: რუსული აგრესიის შედეგად 700-მდე ადამიანი დაიღუპა
რუმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვში 700-მდე ადამიანი მოკლეს. ინფორმაცია ქალაქის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ 8 აპრილს პრესკონფერენციაზე გაავრცელა.
"ომის დროს ჩერნიგოვში 700-მდე ადამიანი დაიღუპა, ეს მოიცავს სამხედროებს და სამოქალაქო პირებსაც", - თქვა მან.
მისი თქმით, 70 ადამიანის გარდა, ყველა გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია.
ატროშენკომ განაცხადა, რომ 40-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ის ვარაუდობს, რომ "ისინი შეიძლება დაღუპულად ჩაითვალონ, რადგან ბევრი მათგანი ბოლოს მტრის მიერ განადგურებულ შენობებთან და მანქანებთან ნახეს".
ქალაქის მერის გათვლებით, ჩერნიგოვის 290 ათასამდე მცხოვრებიდან ახლა დაახლოებით 80-95 ათასი ადამიანია დარჩენილი.