ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს არ იღელვოს სათვალთვალო აეროსტატის გამო

ჩინეთი ამერიკელებს მოუწოდებს არ იღელვონ მათი სათვალთვალო აეროსტატის ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო. 

სწორედ ამ სათვალთვალო მფრინავი ბუშტის გამო გადადო ვიზიტი სახალხო რესპუბლიკაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა მომხდარს უპისუხისმგებლო საქციელი უწოდა. 

მოგვიანებით აშშ-ს საჰაერო ძალებმა კიდევ ერთი ჩინური აეროსტატი ამჯერად უკვე ლათინური ამერიკის თავზე აღმოაჩინეს. 

ამერიკული მხარის ცნობით, ჩინური აეროსტატმა, რომელიც პირველ თებერვალს აღმოაჩინეს ჯერ ალიასკის და კანადის თავზე გაიარა, ხოლო შემდეგ შტატ მონტანას თავზე გაჩერდა. ამ შტატში აშშ-ს სტრატეგიული შეიარაღების არაერთი ობიქტია განლაგებული. 

ამ დრომდე ცნობილია, რომ აშშ არ აპირებს საჰაერო ბუშტის ჩამოგდებას, ვინაიდან ის საფრენი კორიდორის მაღლა მდებარეობს, თავად აეროსტატი სასიცოცხლო საფრთხეს არ წარმოადგენს, ხოლო მისმა ნამსხვრევებმა შესაძლოა მიწაზე ადამიანები დააზიანოს. 

ჩინეთის რეაქცია 

ჩინეთი დიდხანს უარყოფდა აეროსტატის ამბავს, თუმცა საბოლოოდ 3 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ ზონდი სწორედ მათ ეკუთვნით. 

უწყებაში მომხდარი იმით განმარტეს, რომ აეროსტატი სამოქალაქო დანიშნულებისაა, ხოლო აშშ-ს საჰაერო სივრცეში უნებურად "დასავლეთიდან წამოსული ქარის გამო აღმოჩნდა."

პენტაგონის წარმომადგენლის, პატრის რეიდერის თქმით, ზონდი ამერიკელმა სამხედროებმა დროულად შეამჩნიეს და მიიღეს საჭირო ზომები კონფედენციალობის შესანარჩუნებლად. 

დღევანდელ განცხადებაში სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა აღნიშნა, რომ ჩინეთს არასდროს დაურღვევია სხვა სახელმწიფოების სუვერინიტეტი და ამერიკულ მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ამერიკული პრესის ცნობით, აშშ-მ მიიღო საჰაერო სივრცის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება - ზოგი წყაროს ცნობით, აშშ ჩინური ზონდის ჩამოგდებას მაშინ აპირებს, როდესაც აეროსტატი ატლანტის ოკეანის თავზე აღმოჩნდება. 

 

მსგავსი სიახლეები