ჩინეთი: მოვითხოვთ აშშ-მ შეაჩეროს ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აშშ-სგან მოითხოვს გააუქმოს ტაივანთან გაფორმებული 108 მილიონი დოლარის მოცულობის ხელშეკრულება სამხედრო შეიარაღების მიწოდების შესახებ. 

ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა. 

"ჩინეთი მოითხოვს აშშ-მ დაუყოვნებლივ გააუქმოს ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის გეგმა. მოვუწოდებთ აშშ-ს სასწრაფოდ შეწყვიტოს ყველა ამგვარი გარიგება და შეწყვიტოს ტაივანთან სამხედრო თანამშრომლობა",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

ამგვარად ჩინეთი აშშ-ს მიერ ტაივანისთვის განკუთვნილი სხვადასხვა შეიარაღების და სათადიროგო ნაწილების ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაივანთან სამხედრო თანამშრომლობა აშშ-ს ეროვნულ ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება და ასევე ხელს შეუწყობს ნახევარკუნძულის უსაფრთხოების გამტკიცებას და პოლიტიკურ სტაბილურობას რეგიონში. 

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ივლისშივე ამოქმედდება. 

ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი

ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა. 

ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით. 

ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები. 

ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს. 

ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს. 

მსგავსი სიახლეები