ჩინეთის პოზიციის გამო Blackrock-ის მიერ პანამური პორტების შეძენა ჭიანურდება

Blackrock-ის მიერ ჰონგ-კონგური კომპანიისგან პანამური პორტების შეძენა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგობის გამო ჭიანურდება - საბოლოო შეთანხმებაზე ხელმოწერა, რომელიც მომდევნო კვირას უნდა შემდგარიყო გაურკვეველი ვადით გადაიდო.
State Of Play: ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, CK Hutchinson-სა და Blackrock-ს შორის კომუნიკაცია აქტიურად გრძელდება, თუმცა საბოლოო შეთანხმება შესაძლო კვირებით ან რამდენიმე თვით გაჭიანურდეს.
- მიზეზი გარიგებასთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობის პოზიციაა, რომელმაც ცოტა ხნის გავრცელებულ განცხადებაში შეთანხმებას "ღალატი" უწოდა.
- გარიგების გადავადების შესახებ ცნობები პირველად ჰონგ-კონგურმა South China Morning Post-მა გაავრცელა.
- ამასთანავე როგორც ჩანს ჩინეთის ხელისუფლება არ არის წინააღდეგი გარიგების მეორე ნაწილის, რომელიც მსოფლიოს 23 ქვეყანაში 43 პორტის გასხვისებას გულისხმობს.
Context: ამერიკულ Blackrock-სა და ჰონგ-კონგურ CK Hutchinson-ს შორის გარიგების შესახებ ცნობილი 4 მარტს გახდა. მეტიც, გარიგებაზე როგორც უკვე შემდგარ ფაქტზე ისაუბრა დონალდ ტრამპმა კონგრესში გამარტულ საგანგებო გამოსვლაში.
-
ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება პანამის არხის ირგვლივ ჩინეთის გაზრდილი ეკონომიკური გავლენების შესახებ - ამერიკელმა პრეზიდენტი პანამის არხზე კონტროლის დამყარებასაც არ გამორიცხავს, მათ შორის ძალის გამოყენებითაც.
- კომენტატორების ცნობით, გარიგების გაჭიანურება ჩინეთმა შესაძლოა გამოიყენოს აშშ-სთან მოსალოდნელ სატარიფო ომში.