ჩინეთის წარმომადგენელი ზელენსკის შეხვდა
ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უთხრა, რომ "კრიზისისთვის" პანაცეა არ არსებობსდა რომ ომის დასრულება მოითხოვს "პირობების შექმნას ცეცხლის შეწყვეტისთვის და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის."
ამის შესახებ Bloomberg წერს.
"არ არსებობს პანაცეა კრიზისის გადასაჭრელად, მაგრამ ყველა მხარემ უნდა დაიწყოს საკუთარი თავისგან, ჩამოაყალიბოს ურთიერთნდობა და შექმნას პირობები ომის დასასრულებლად და მოლაპარაკებებისთვის." - თქვა მან.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ლიმ ცალკე შეხვედრები გამართა პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან ანდრიი იერმაკთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და სხვა შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებთან.
მისი თქმით, ჩინეთი უკრაინას "მისი შესაძლებლობების ფარგლებში" დაეხმარება.
განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ როგორ უპასუხა ზელენსკიმ და უკრაინულმა მხარემ ამ განცხადებებს.
კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არ მიიღებს წინადადებებს, რომლებიც ტერიტორიის დაკარგვას ან გაყინულ კონფლიქტს გულისხმობს.
ლი ჰუი ჩინეთის ყოფილი ელჩია მოსკოვში. ვიზიტების ფარგლებში ის ასევე ეწვევა პოლონეთს, საფრანგეთსა და გერმანიას.