ჩინეთმა უარი უთხრა რუსეთს თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე

ჩინეთმა უარი უთხრა რუსეთს თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე. როსავიაციის წარმომადგენელმა, ვალერი კუდინოვმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც იმავე თხოვნაზე რუსეთმა უარი მიიღო Boeing-ის და Airbus-ისგან. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი საავიაციო სექტორი მკაცრი სანქციების ქვეშ მოხვდა. მათ შორის რუსეთს აეკრძალა წვდომა ახალ თვითმფრინავებსა და რეჟიმულ მომსახურებაზე. 

გარდა ამისა, რუსული თვითმფრინავებისთვის ჩაიკეტა ევროკავშირის და აშშ-ს საჰაერო სივრცეც, რის შედეგადაც რუსეთიდან საგარეო ფრენები პრაქტიკულად სრულად შეწყდა, თურქეთის და ბელარუსის გარდა. 

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ რუსეთის ავიაფლოტის თვითმფრინავების ნაწილი დაუბრუნდება სალიზინგო კომპანიებს.

 

მსგავსი სიახლეები