ჩინეთმა რუსეთში აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში ინვესიტიციები შეწყვიტა

ჩინეთის ინვესტიციები რუსეთში ნულამდე დაეცა - საუბარია ერთი გზა ერთი სარტყელის პროექტზე, რომლის ინიციატორიც ჩინეთის ხელისუფლებაა და რომლის ერთ-ერთი მთავარი ბენეფეციარი ამ დრომდე რუსეთი იყო. 

ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times ავრცელებს

გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთსა და ჩინეთს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალი გარიგებები არ გაუფორმებიათ. ამის შესაძლო მიზეზად გამოცემაში ჩინეთის მხრიდან დასავლური სანქციებისგან თავიდან აცილებას ასახელებენ. 

ამ დრომდე რუსეთი ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარად მიიჩნეოდა. პროექტის ინიციატორი ჩინეთის ხელმძღვანელობაა, რომელიც პროექტს მსოფლიოში ყველაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტად მოიხსენიებს. 

პროექტი 2013 წელს დაიწყო და მისი ჯამური მოცულობა დაახლოებით 923 მილიარდ დოლარს შეადგენს, მათ შორის 561 მილიარდი დოლარი სხვადასხვა ქვეყნებში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე მიემართება, 371 კი სხვადასხვა სახის ფინანსურ ინვესტიციებზე გათვალისწინებული. 

შედარებისთვის მხოლოდ 2021 წლის პირველ ნახევარში ჩინეთი "აბრეშუმის გზის" პროექტის ფარგლებში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

ჯამურად 2000-დან 2017 წლამდე პერიოდში ამავე პროექტის ფარგლებში ჩინეთმა რუსეთში 125 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო. 

მკვლევარების შეფასებით, ჩინეთის მხრიდან საინვესტიციო აქტივობის შეჩერებას შესაძლოა დროებითი ხასიათი ჰქონდეს. ამაზე მიუთითებს რუსეთსა და ჩინეთს შორის დასავლური სანქციების მიუხედავად მკვეთრად გაზრდილი ვაჭრობა ენერგეტიკულ სფეროში. 

ამ დროისთვის რუსეთის წილი ჩინეთის სანავთობო ბაზარზე მთელი მოხმარების 15%-ს შეადგენს, 8%-ს შეადგენს რუსული გაზის წილი ჩინეთის გაზის ჯამურ მოხმარებაში. 

რუსეთში საინვესტიციო აქტივობის შეჩერების ფონზე, პროექტის მთავარი ბენეფიციარი საუდის არაბეთი გახდა, რომელთანაც ჩინეთმა მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 5.5 მილიარდი დოლარის მოცულობის გარიგება დადო. 

ჩინეთის საინვესტიციო აქტიურობა გაზრდილია ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად მხოლოდ გასულ წელს ერაყმა პროექტის ფარგლებში 10.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინური ინვესტიცია მიიღო. 

პროექტს მსოფლიოს გარშემო ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მათ შორის საუბარია ე.წ. ვალის მახეზე და სხვადასხვა ბენეფიციარი ქვეყნების მთავრობებზე განხორციელებულ პოლიტიკურ წნეხზე. ამის ბოლო მაგალითი შრი-ლანკაა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი იყო და რომელმაც გასულ თვეში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები