ჩინეთში სტუდენტებს გარდაცვლილი პრემიერის ხსოვნის საღამოები აუკრძალეს

შესაძლო საპროტესტო აქციების რისკის გამო ჩინეთში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების გარდაცვლილი ყოფილი პრემიერის, ლი კეციანის ხსოვნის საღამოების ჩატარება აუკრძალეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე უნივერსიტეტის აკედემიურ პერსონალზე დაყრდნობით ჰონგ-კონგური South China Morning Post ავრცელებს

წყაროს ცნობით, რამდენიმე უნივერსტიტეტმა უკვე მისცა შესაბამისი რეკომენდაცია სტუდენტებს - არ გამართონ ლი კეციანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კერძო ღონისძიებები. 

პეკინის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის წარმომადგენელი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ მათ მიიღეს განკარგულება აღკვეთონ მემორიალური აქციები. 

"ჩვენ არ გვსურს, რომ სტუდენდებმა სამგლოვიარო ღონისძიებები დააორგანიზონ, ეს ღონისძიებებმა შესაძლოა ზედმეტად ემოციური ხასიათი მიიღოს და გამოიწვიოს უადგილო ტურბულენტობა, იმის მსგავსი, რომ 30 წლის იყო",- ამბობს უნივერსიტეტის წარმომადგენელი. 

სავარაუდოა, რომ წყარო ტიანანმენის სასაკლაოს სახელით ცნობილ მოვლენებს გულისხმობს - 1989 წლის გაზაფხულზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, ჰუ იაობანი ქვეყანაში რეფორმების დაჩქარების მოთხოვნით გამოვიდა, მან მხარი დაუჭირა იმავე მოთხოვნით მიმდინარე ჯერ კიდევ მცირე სტუდენტურ დემონსტრაციებს. მალევე ჰუ იაობანი დააპატიმრეს, რაც ტიანანმენის მოედანზე უკვე მასშტაბური სტუდენტური დემონსტრაციის წინაპირობა გახდა. 

თითქმის 2-თვიანი საპროტესტო მოძრაობის შემდეგ, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ დემონსტრაციის დარბევის გადაწყვეტილება მიიღო, სხვადასხვა მონაცემებით დარბევის შედეგად მოკლულთა რაოდენობა 3 ათასს აღემატება. 

შანხაის უნივერსიტეტის პროფესორი ცზიაო ტონგი SCMP-სთან საუბარში ამბობს, რომ მათ მიიღეს დავალება "დეტალურად შეიმუშავონ უსაფრთხოების გეგმა მომდევნო დღეებისთვის."

კიდევ ერთი უნივერსიტეტის პროფესორი, გაზეთთან ანონიმურ საუბარში ამბობს, რომ მასწავლებლებს "ლი კეციანის სიკვდილზე უადგილო გამონათქვამებისგან თავის შეკავება ურჩიეს."

ჰაინანის უნივერსტიტმა მიიღო კომკავშირისგან მიიღო განკარგულება არ დაუშვას სტუდენტების აქტიურობა სოციალურ ქსელებში. 

კონტექსტი 

ჩინეთის ყოფილი პრემიერი ლი კეციანი 27 ოქტომბერს, შანხაიში, გულის შეტევით გარდაიცვალა - ლი 68 წლის იყო. 

ლი კეციანი თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან პოლიტიკოსად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო წლებში ის პრაქტიკულად იზოლაციაში მოექცა - ის იყო ერთადერთი ლიდერი პოლიტბიუროს მუდმივმოქმედ კომიტეტში, რომელიც სი ძინფინგის მიერ არ იყო შერჩეული. 

ჩინეთის ახლანდელი ლიდერების უმრავლესობისგან განსხვავებით ლი კეციანი არ ეკუთვნოდა ე.წ. წითელ პრინცებს - მამამისი არ ყოფილა მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფუნქციონერი ჩინეთში. 

ლი ორი ვადით იკავებდა ნომინალური პრემიერის პოსტს და თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში დატოვა - მისი წასვლის შესახებ გადაწყვეტილება კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე მიიღეს, რომელიც გასულ წლის ოქტომბერში გაიმართა. 

ლი კეციანი პრაგმატულ პოლიტიკოსად მოიაზრებოდა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური გახსნისა და რეფორმების მტკიცე ადვოკატად მიიჩნეოდა - "ეს იყო ენთუზიასტი გახსნილი ადამიანი, რომელსაც სურდა ჩინეთის წინსვლა და რომელსაც ქონდა დიალოგი სხვადასხვანაირ ადამიანებთან",- ამბობს სინგაპურის უნივერსიტეტის პროფესორი ბერტ ჰოფმანი. 

ლი კეციანი ასევე ითვლებოდა პოლიტიკოსად, რომელსაც არ ერიდებოდა სიმართლის თქმა, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკის რეალური მდგომარეობისა და სხვა პრობლემების შესახებ. ლი აქტიურად ადვოკატირებდა ჩინეთის ვალის შემცირებას და თვითკმარ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლას. 

მსგავსი სიახლეები