ჩრდ. კორეამ იაპონიის სანაპიროსთან ბალისტიკური რაკეტა გამოცადა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ტერიტორიული წყლების სიახლოვეში, წყალქვეშა ნავიდან მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტის მორიგი საცდელი გასროლა მოაწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების წყაროზე დაყრდნობით წერს.
ფხენიანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც პირველად იანვარში გამოცადა, „მსოფლიოში ყველაზე მძლავრ იარაღად“ მონათლა.
ჩრდილოეთ კორეამ უკანასკნელ კვირებში ზებგერითი და შორი მანძილის რაკეტებიც გაისროლა.
ფხენიანს ბალისტიკური, ისევე როგორც ატომური რაკეტების გამოყენება გაეროს მიერ აქვს აკრძალული.
სამხრეთ კორეის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღმოსევლეთში მდებარე სინპოს პორტიდან გაუშვეს, რომელიც ფხენიანის წყალქვეშა ნავების ნავსაყუდელიცაა. რაკეტა იაპონიის (აღმოსავლეთის) ზღვაში ჩავარდა.
იაპონიის პრემიერმა ფუმიო კიშიდამ რაკეტის გამოცდას „სავალალო“ უწოდა.