ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში რუსი ოკუპანტების სიმბოლო "Z"-ის გამოყენება დაჯარიმდება
გერმანიის კიდევ ერთმა ფედერალურმა მიწამ შეიძლება დააწესოს ჯარიმა "Z" ნიშნის გამოყენებისთვის. ამას ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლება განიხილავს.
"რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და იწვევს უამრავი ადამიანის ტანჯვას, არ მესმის როგორ შეიძლება იყოს ვინმეს მიერ მხარდაჭერილი.", - თქვა ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ რეულმა.
პირველად რუსული აგრესიის მხარდასაჭერად "Z" სიმბოლოს საჯარო გამოყენებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქვემო საქსონიასა და ბავარიაში შემოიღეს.