CIA: ‘ჰავანის სინდრომის’ უკან უცხო ქვეყნის მთავრობა არ უნდა იდგეს

 

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, „ჰავანის სინდრომის“ უკან, რომელსაც მრავალი ამერიკელი და კანადელი დიპლომატის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად მოიაზრებენ, „უცხო ქვეყნის მიერ ორგანიზებული გლობალური კამპანიის“ ნაწილი არ უნდა იყოს.

2016 წელს კუბაში აშშ-ს და კანადის საელჩოების რამდენიმე თანამშრომელმა მედიასთან განაცხადა, რომ აუხსნელი მიზეზებით ჯანმრთელობა შეერყათ, რაც ძლიერ თავის ტკივილებში, გულისრევასა და თავის ტვინის შესაძლო დაზიანებაში გამოიხატებოდა.

მას შემდეგ, მსგავსი სიმპტომების ქონის შესახებ განაცხადეს ავსტრალიაში, ავსტრიაში, ჩინეთში, კოლუმბიაში, გერმანიაში და რუსეთში მომუშავე დიპლომატებმა.

ზოგი ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებდა, რომ მოვლენის უკან რუსეთი, ჩინეთი ან სხვა აშშ-ს მიმართ „მტრულად განწყობილი“ სახელმწიფო იდგა, რომლებიც სინდრომის პროვოცირებას სპეციალური დანადგარით, მოკლე ტალღებით დასხივებით ახდენდნენ.

აშშ-ს მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, „რუსეთში, მანამდე კი ადამიანების საბჭოთა კავშირში რადიოტალღებით, არათერმული დასხივების ეფექტს იკვლევდნენ“.

„ასეულობით შემთხვევაში, რომლებსაც ჰავანის სინდრომს მიაწერდნენ, დავადგინეთ, რომ გამომწვევი მიზეზები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა“, - წერია CIA-ს შუალედურ ანგარიშში.

„თუმცა, რჩება რამდენიმე ათეული შემთხვევა, სადაც უცხო აქტორის ჩართულობას ვერ გამოვრიცხავთ“, - აცხადებს CIA-ი.

მსგავსი სიახლეები