CIA-მ ტელეგრამზე რუსებისთვის ვიდეო გამოაქვეყნა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც რუსებს მოუწოდებს, ამერიკის დაზვერვას ინფორმაცია გაუზიარონ.

"CIA-ს სურს იცოდეს სიმართლე რუსეთის შესახებ და ჩვენ ვეძებთ სანდო ადამიანებს, რომლებმაც იციან და შეუძლიათ გვითხრან ეს სიმართლე. თქვენი ინფორმაცია შეიძლება იყოს იმაზე ღირებული, ვიდრე თქვენ ფიქრობთ", - ნათქვამია CIA-ს განცხადებაში.

ორწუთიანი ვიდეოს გმირები, სახელწოდებით "რატომ დავუკავშირდი CIA-ს" ეჭვობენ, რომ ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც სურდათ. ვიდეოში პუტინი და რუსეთის აგრესია უკრაინის ნახსენები არ არის, მაგრამ ხაზგასმულია, რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია გააკეთოს რამე საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მაინც დარჩეს პატრიოტად.

"ჩვენ გვსურდა რუსებთან მათ მშობლიურ ენაზე კონტაქტი, რადგან ჩვენ ვიცით ისინი რას განიცდიან", - განუცხადა CNN-ს CIA-ს ანონიმურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ამ გზით ისინი უკრაინის ომით და რუსეთში ცხოვრებით უკმაყოფილო რუსების დაარწმუნებას აპირებენ, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებთან კონტაქტი დაამყარონ.

CNN-ის წყაროს თქმით, სამიზნე აუდიტორია შეიძლება იყოს ათასობით ან ათიათასობით რუსი, რომელიც ცხოვრობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც შეუძლიათ ღირებული ინფორმაციის გაზიარება.  

მსგავსი სიახლეები