CIA-ს დირექტორი ბილ ბარნსი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, უილიამ ბარნსი მოულოდნელი ვიზიტით სომხეთის დედაქალაქს ეწვია, სადაც პრემიერ ფაშინიანს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები. 

ბარნსის ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა. სომხური პრესის ინფორმაციით, ბარნსი ერევანში დილით ჩავიდა და პრეზიდენტის გარდა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა. 

შეხვედრაზე განიხილებოდა სომხეთის მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და ასევე თურქეთთან მიმდინარე ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი. 

მსგავსი სიახლეები