CIA-ს დირექტორი: მე რომ პრიგოჟინი ვიყო, დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი
CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მაინც შეუძლია აჯანყების ორგანიზებისთვის ვაგნერის ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან შეთანხმება.
ამის შესახებ ბერნსმა ხუთშაბათს ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
ბერნსმა პუტინს "შურისძიების უმაღლესი მოციქული" უწოდა და თქვა, რომ "გაუკვირდება, თუ პრიგოჟინი შემდგომ შურისძიებას გადაურჩება."
"მე რომ პრიგოჟინი ვიყო, ჩემს დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი," - განაცხადა ბერნსმა და აღიარა, რომ ვაგნერელების ლიდერის მოკვლა შეიძლება, მაგალითად, მისი მოწამვლით.
მისი თქმით, მას სჯერა, რომ პრიგოჟინი ახლა ბელორუსშია, როგორც ეს ბოლო ვიდეოში ჩანს.
"ის ცოტათი გადაადგილდა... ვფიქრობ, ის ცოტა ხნის წინ მინსკში იყო. დარწმუნებული არ ვარ, არის თუ არა მის გეგმებში მინსკის გარეუბანში პენსიაზე გასვლა, მაგრამ მან ასევე გარკვეული დრო რუსეთში გაატარა," - აღნიშნა ბერნსმა.
ამჟამად ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები ბელორუსში არიან, რომლებიც, მინსკის თქმით, ბელორუსის ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს წვრთნიან.
ისინი ბელორუსში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც პრიგოჟინმა თავისი აჯანყება დაასრულა.