Credit Suisse-მა $19 მილიარდის რუსეთთან დაკავშირებული აქტივები გაყინა
Credit Suisse-მა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, 19 მილიარდ დოლარზე მეტი რუსული აქტივები გაყინა. ამ ინფორმაციას გაზეთი SonntagsZeitung წერს.
გაზეთი წერს, რომ გაყინული ფულის ნაწილი მოიცავს რუსეთის ცენტრალური ბანკის ან რუსეთის სახელმწიფოს სახსრებს.
"მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და გამოიწვია აგრესია და სისხლიანი ომი, დასავლეთის ქვეყნებმა დააწესეს სანქციები ოლიგარქების და ზოგ შემთხვევაში, რუსეთის სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ. შვეიცარია შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს და დაბლოკა დაახლოებით 7.5 მილიარდი ფრანკის რუსული აქტივები... თუმცა, Credit Suisse-ში გაცილებით მეტი ფულია გაყინული" - აღნიშნულია სტატიაში.
შვეიცარია ათწლეულების განმავლობაში იყო პოპულარული საბანკო ადგილი რუსეთისა და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ელიტებისთვის მისი მცირე რეგულაციების გამო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლური ბანკები ახლა ძირითადად დაკეტილია რუსებისთვის.