დანია უკრაინას 2700 ანტი-სატანკო კომპლექსს გადასცემს
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანია უკრაინას 2700 ანტი-სატანკო სარაკეტო კომპლექსს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გარდა ამისა, უკრაინისთვის ანტი-სატანკო შეიარაღების გადაცემაზე გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობამ მიიღო.
გუშინ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ უკრაინას გამანადგურებლებს გადასცემს.