დანილოვი: კონტრშეტევის საბოლოო გეგმა ზელენსკის ჯერ არ დაუმტკიცებია

უკრაინის უმაღლესი მთავარსარდალის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში კონტრშეტევის საბოლოო გეგმა ჯერ დამტკიცებული არ არის.

Интерфакс-Украина-ს ცნობით, ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

"უმაღლესი მთავარსარდლის - ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის კაბინეტში მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება დროზე და მიმართულებებზე (კონტრშეტევა - რედ.) და როცა ვინმე დაიწყებს რაიმეზე საუბარს, თუნდაც დასავლეთის პატივსაცემი ინსტიტუტებიდან. დამიჯერეთ: ასეთი ადამიანები, ვინც დღეს ზუსტად იციან ჩვენი ყველა გეგმა, არ არსებობს, რადგან საბოლოო გეგმა ჯერ დამტკიცებული არ არის." - თქვა დანილოვმა.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი (კონტრშეტევის - რედ.). ყველა განიხილება. და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც იქნება ამა თუ იმ დროს, გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღება. არ არის საჭირო დალოდება ან არ დალოდება. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ უძლეველი ერი ვართ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. და ასევე მადლობა ჩვენს პარტნიორებს." - აღნიშნა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

აპრილის დასაწყისში დანილოვმა თქვა, რომ პლანეტაზე მაქსიმუმ 5 ადამიანს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის დაიწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა.

მსგავსი სიახლეები