დანილოვი: სირცხვილის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ხანდახან ვტირი
მაშინაც კი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს ომის დასრულებას, რასაც ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს, ეს არ შეამსუბუქებს უკრაინასთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისგების აუცილებლობას, თქვა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა 19 მაისს, НВ-სთან ინტერვიუში.
ჟურნალისტებმა დანილოვს ჰკითხეს, დასვამს თუ არა უკრაინა მსოფლიოს წინაშე შეკითხვას - არის თუ არა ის მზად რუსეთის, როგორც ავტორიტარული სახელმწიფოს შესაძლო დაშლისა და მისი შედეგებისთვის?
"ამის გარდა მრავალი გზა არსებობს ომის დასასრულებლად. ისევ პუტინს შეუძლია თავისი ჯარების ქვეყნიდან ნებისმიერ მომენტში გაყვანა და შემდეგ ჩვენ უნდა განვიხილოთ საკითხი, ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების დაღუპვაზე, დიდ ნგრევაზე. ეს უპასუხისმგებლობა, რომელსაც მსოფლიომ დაუშვა, ძალიან მტკივნეულად დაგვატყდა თავს და ახლაც გვატყდება. ზოგჯერ ამბობენ, რომ კაცები არ ტირიან, სირცხვილის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ხანდახან ვტირი. ომის დროს იყო მომენტები, როცა რამდენიმე ქალაქს ვესტუმრე. ეს იყო ბუჩა, გოსტომელი, ირპენი და სხვა ქალაქები და მათი დანახვის შემდეგე ნამდვილად ვერ შევიკავე ცრემლები", - განაცხადა დანილოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ახლა ჯარებს არ გაიყვანს.