დანილოვი: უახლოეს დღეებში უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სხვა შეიარაღებას მიიღებს
უახლოეს დღეებში უკრაინა შეერთებული შტატებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სხვა იარაღს მიიღებს. ამის შესახებ 19 მარტს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
"ეს იქნება სტინგერები, ჯაველინები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ეს ძალიან გამოადგება ჩვენს სამხედროებს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებს. შეიარაღება მალე იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, საუბარია დღეებზე." - განაცხადა დანილოვმა.
16 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას გადასცემს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს 800 სტინგერს, 2000 ჯაველინს, მათ საბრძოლო მასალას და ასე შემდეგ.