დანილოვი: ვუშვებთ პროვოკაციებს, თუმცა მასშტაბური შემოჭრის რისკს ვერ ვხედავთ

 

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა უახლოეს დღეებში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხეზე ისაუბრა. მისი თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. 

"ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა ხდება დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ რისკებსაც, მაგრამ სიტუცია კონტროლქვეშაა",- ამბობს დანილოვი. 

საბჭოს მდივანმა ისაუბრა მომდევნო დღეებში მოსალოდნელ ვითარებაზეც - "დღევანდელი მდგომარეობით ვერ ვხედავთ რისკს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიან შემოტევას ადგილი ექნება 16 ან 17 თებერვალს. ჩვენ ამას არ ვპროგნოზირებთ და ვერ ვხედავთ".

დანილოვის თქმით, რუსეთის მხრიდან სამხედრო შეტევის საფრთხე ოკუპაციის დასრულებამდე იარსებებს და უახლოეს დღეებში შესაძლოა ადგილი ქონდეს რუსეთის მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებს. 

"ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ზოგადად გაუგებარია როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ერთი ქვეყანა მეორეს ომით ემუქრებოდეს, რა ჰქვია ამას გენოციდი? ტერორიზმი?"- განაცხადა დანილოვმა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანულმა Spiegel-მა აშშ-ის ცენტრალურ სამმართველოში თავის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის მოლოდინით რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრებოდა.

უახლოეს დღეებში რუსეთის თავდასხმის მომეტებულ საფრთხეებზე განაცხადეს, აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმაც. 

 

მსგავსი სიახლეები