დასავლეთი: რუსეთი მალიში „ვაგნერის“ დაქირავებულ სამხედროებს აფინანსებს

 

ასავლეთი რუსეთს მალიში დაქირავებული სამხედროების დაჯგუფება „ვაგნერის“ გაგზავნასა და დაფინანსებაში სდებს ბრალს.

ხუთშაბათს თექვსმეტმა დასავლურმა სახელმწიფომ - მათ შორის ევროკავშირის წევრებმა და კანადამ - ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვაგნერის საქმიანობა დასავლეთ აფრიკაში უსაფრთხოების ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს“.

დასავლეთმა ასევე დაგმო მალის მთავრობის გადაწყვეტილება, ითანამშრომლოს უცხოელ „დაქირავებულ ძალებთან“.

ცოტა ხნის წინ მალი საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებმა დატოვეს, სადაც ისინი ქვეყნის ხელისუფლებას ისლამისტურ დაჯგუფებებთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ. ფრანგები დასავლეთაფრიკულ ქვეყანაში 2013 წლიდან იმყოფებოდნენ.

 


რუსეთის ხელისუფლება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ ყველანაირ კავშირს უარყოფს.

ევროკავშირმა „ვაგნერს“ სანქციები დაუწესა სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო.

გასამხედროებული დაჯგუფება პირველად 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში შენიშნეს, ისინი დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ.

მას შემდეგ „ვაგნერის“ საქმიანობის გეოგრაფია სირიას, მოზამბიკს, სუდანს, ლიბიას და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას გადასწვდა.

 

მსგავსი სიახლეები