დაზიანებული Patriot-ის სისტემა უკვე აღდგენილია - პენტაგონი
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მართლაც დაზიანდა და უკვე შეკეთდა. შესაბამისი განცხადება პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა გააკეთა.
"მე შემიძლია დავადასტურო, რომ Patriot-ის ერთი სისტემა დაზიანდა, მაგრამ ახლა შეკეთდა და სრულიად მუშა მდგომარეობაშია", - თქვა მან.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა. ამავდროულად, სინგმა აღნიშნა, რომ საუბარი იყო "მცირე დაზიანებაზე."
სამშაბათს ღამით რუსული თავდასხმის შემდეგ, მედია წყაროებზე დაყრდნობით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დაზიანების შესახებ წერდა.
ამ ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ "სრულად გაანადგურა" ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ხუთი გამშვები.
Patriot მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემად ითვლება, მათ შორის თვითმფრინავების, ფრთოსანი რაკეტების და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ.