Defense One: რუსეთის არმიის ლოჯისტიკა ცუდად ორგანიზებულია, სამხედროების მორალი - დაცემული
ამერიკული გამოცემა Defense One-ის რედაქტორი პატრიკ ტაკერი სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის ოპერაცია სწორად ვერ დაგეგმა და რუსული არმიის ლოჯისტიკა ცუდად არის ორგანიზებული.
"რუსეთმა ძალიან ცუდად დაგეგმა ეს ოპერაცია. მათი ლოჯისტიკური მატარებლები ცუდად არის ორგანიზებული, მორალი დაცემულია და უკრაინულ ქალაქებში ურბანული ბრძოლებისთვის ისინი სრულიად მოუმზადებელი არიან." - წერს ტაკერი.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის წყარომ მასთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინის არმიისთვის სამშობლოს დაცვის მოტივაცია დამატებითი უპირატესობაა.
"მათ უკრაინასთან შედარებით უმარავი უპირატესობა აქვთ - ჯარის რაოდენობა და შეიარაღრება, მაგრამ არასწორად მოქმედებენ და ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ. უკრაინელები კი სამშობლოს დასაცავად იბრძვიან." - აცხადებს სამხედრო ექსპერტი.