დემოკრატიის ხარისხი ყოველ მეორე ქვეყანაში უარესდება - კვლევა
დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA) ახალი ანგარიშის თანახმად, გასულ წელს, გლობალურმა დემოკრატიამ ქვეყნების თითქმის ნახევარში უკუსვლა განიცადა.
2 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017-2022 წლებში 173 ქვეყნიდან 85-ში დემოკრატიის მინიმუმ ერთი ინდიკატორის კლება დაფიქსირდა.
კლება დაფიქსირდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია, კანადა და სამხრეთ კორეა, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში - უნგრეთში.
ეს არის კლების ზედიზედ მეექვსე წელიწადი და ყველაზე გრძელი კლების ტენდენცია დემოკრატიაში მას შემდეგ, რაც IDEA-მ მონაცემების შეგროვება დაიწყო 1975 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპას მსოფლიოში საუკეთესო დემოკრატიული მაჩვენებლები აქვს, უკუსვლა ამ კონტინენტზეც შეინიშნება.
ავსტრია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია და დიდი ბრიტანეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებშიც "შემაშფოთებელი გაუარესებაა" უამრავ ძირითად ინდიკატორში, ძირითადად კანონის უზენაესობის და პრესის თავისუფლების მიმართულებით.
2017-დან 2022 წლამდე ოთხჯერ მეტმა ქვეყანაში დაფიქსირდა პრესის თავისუფლების უკუსვლა, ვიდრე პროგრესი.
სხვა ძირითადი კატეგორია, რომელშიც ევროპაში გაუარესება იყო არის კანონის უზენაესობა, ძირითადად უნგრეთსა და პოლონეთში, ასევე ავსტრიაში.
უნგრეთის პოზიცია 6 ადგილით დაეცა და 64-ე ადგილს იკავებს, სადაც კანონის უზენაესობის საკითხი დიდი ხანია დგას, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის შეზღუდულ შესაძლებლობებს გავლენა მოახდინოს ქვეყნის ახლანდელ კურსზე, მაშინაც კი, როდესაც ევროკავშირმა მილიარდობით ევროს ფინანსური ნაკადები გაყინა უნგრეთისთვის.