დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდიან

დიდი შვიდეულის სახელმწიფოებმა უარი თქვეს რუსეთის პრეზიდენტის ულტიმატუმზე, ბუნებრივი აირის შეძენისას რუსეთის ეროვნული ვალუტის გამოყენებაზე. 

"დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების ყველა მინისტრი თანხმდება, რომ ეს არსებული ხელშეკრულების ცალმხრივი და უხეში დარღვევაა. რუბლებში ანგარიშსწორება მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ კომპანიებს უარი თქვან პუტინის მოთხოვნაზე",- განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკმა. 

ჰაბეკის თქმით, პუტინის მიერ წამოყენებული ულტიმატუმი იმაზე მოწმობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი კუთხეშია მომწყვდეული. 

რამდენიმე საათით ადრე ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი იმ შემთხვევაში, თუ ევროპელი პარტნიორები უარს იტყვიათ რუბლის გამოყენებაზე პესკოვმა უპასუხა:

"საკითხი გადაიჭრება როცა ამის დრო იქნება, მაგრამ ნათელია, რომ გაზს უფასოდ არ მივაწოდებთ".

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაზის შესყიდვა არამეგობრულ ქვეყანათა სიაში შემავალი სახელმწიფოები მხოლოდ რუბლების მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში რუსეთის არამეგობარი სახელმწიფოების ჩამონათვალი მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის არიან რუსული ენერგომატარებლების უმსხვილესი იმპორტიორი ევროპული სახელმწიფოებიც. 

მსგავსი სიახლეები