დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინის დახმარება $44 მილიარდამდე გაზარდეს
დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ფინანსთა მინისტრები 2023 წლისთვის და 2024 წლის დასაწყისისთვის, უკრაინის ეკონომიკური და საბიუჯეტო მხარდაჭერის 44 მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"2023 წლისთვის და 2024 წლის დასაწყისისთვის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უკრაინის საბიუჯეტო და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის ჩვენი ვალდებულებები 44 მილიარდ დოლარამდე გავზარდეთ, რამაც საშუალება მოგვცა დაგვემტკიცებინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა უკრაინისთვის 15.6 მილიარდი დოლარის ოდენობით, ოთხი წელზე", - ნათქვამია განცხადებაში.
კომუნიკეში ნათქვამია, რომ ეს მხარდაჭერა უკრაინას აძლევს ნდობას და საშუალებას უზრუნველყოს მთავრობის ფუნქციონირება, განაგრძოს ძირითადი სერვისების მიწოდება, შეაკეთოს დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მოახდინოს ეკონომიკის სტაბილიზაცია.
G7-ის ქვეყნებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი გააგრძელებენ ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების, რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად.