დმიტრიევი აშშ-ს პროტესტებზე: Deep State-ის მცდელობა მოაწყონ ფერადი რევოლუცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო აქციები ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ არის Deep State-ის მიერ ორგანიზებული ფერადი რევოლუციის მცდელობა - ასეთი აზრი გამოთქვა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის პრეზიდენტმა და ამერიკასთან მოლაპარაკებების საკვანძო მონაწილემ, კირილ დმიტრიევმა.
State Of Play: ამის შესახებ დმიტრიევი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. დმიტრიევი გასულ კვირას ვაშინგტონში იმყოფებოდა სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შეხვდა.
- "იმ ფონზე, რომ ეს პროტესტები ამდენად კარგად არის ორგანიზებული, ჩნდება კითხვა: ხომ არ იყენებს მის მიერ მოგონილ და საზღვარგარეთ აპრობირებულ ფერადი რევოლუციების ტაქტიკას Deep State უკვე სამშობლოში"- წერს დმიტრიევი.
Big Picture: ამერიკის უმსხვილეს ქალაქებში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები სახელწოდებით Hands Off.
- დემონსტრანტები აპროტესტებენ სოციალური პროგრამებისა და განათლების დაფინანსების შემცირებას, ასევე მასობრივ დათხოვნებს ფედერალური სამსახურებიდან.
Context: ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის დასამყარებლად დმიტრიევის როლი ინსტრუმენტული აღმოჩნდა - სწორედ დმიტრიევი არაბი ბიზნესმენის მეშვეობით დაუკავშირდა დოჰაში მყოფ სტივ უიტკოფს, რამაც საფუძველი დაუდო მოლაპარაკებების პარალელურ ფორმატს.
- დმიტრიევი, რომელიც ერ-რიადში გამართულ მოლაპარაკებებსაც ესწრებოდა ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი - ცნობილია, რომ მისი მეუღლე მეგობრობს ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ ქალიშვილთან.
- სტენფორდში ნასწავლი დმიტრიევს ამერიკის ფინანსურ წრეებთან კარგი ურთიერთობები აქვს - 2000-იან წლებში ის ხელმძღვანელობდა ამერიკული Goldman Sachs-ის მიერ მოსკოვში დაფუძნებულ კერძო საინვესტიციო ფონდს.