დონბასელმა სეპარატისტებმა მარიუპოლის 10 000-ზე მეტი მცხოვრები დააკავეს
დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული მარიუპოლის 10 ათასზე მეტი მცხოვრები ოკუპირებული დონბასის ციხეებში იმყოფება. ამის შესახებ 2 ივლისს მარიუპოლის საკრებულოს პრესცენტრმა Telegram-ზე განაცხადა.
"მშვიდობიანი მოსახლეობა დააკავეს დამპყრობლებმა და გაგზავნეს ციხეეში. ცნობილია ოთხი ასეთი ციხე: ორი იელენოვკაში, დონეცკის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მაკიივკაში", - ნათქვამია განცხადებაში.
"ხალხი საშინელ და არაადამიანურ პირობებშია, როგორც საკონცენტრაციო ბანაკში. ჩაკეტილი არიან ვიწრო საკნებში ორ-სამ მეტრზე 10 ადამიანისთვის. მარიუპოლის მცხოვრებლები წყალსა და საკვებს თითქმის არ იღებენ. მათ არ აქვთ წვდომა ნორმალურ სამედიცინო დახმარებაზე და ექვემდებარებიან სხვადასხვა სახის წამებას, ფსიქოლოგიურიდან ფიზიკურამდე." - აცხადებს მარიუპოლის საკრებულო.
მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ საერთაშორისო წითელ ჯვარსა და გაეროს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავებას.
"მოვუწოდებ გამოიყენონ ყველა შესაძლო ინსტრუმენტი პატიმართა სიების მოსაპოვებლად. უზრუნველყონ, რომ მათ მიიღონ ღირსეული პირობები და ერთად ვიმუშაოთ მარიუპოლის ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - თქვა ბოიჩენკომ.